დღის თემები
» » პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს

21-06-2017, 12:00
ნანახია: 733

პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დღეს 13:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ გუშინ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი უფლებამოსილია, სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს. "პრეზიდენტს წარვუდგინეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რაზეც პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი საკითხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android