დღის თემები
» » ახალი მოთხოვნა ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კივისთვის არ გაუგზავნია

ახალი მოთხოვნა ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კივისთვის არ გაუგზავნია

10-12-2017, 13:58
ნანახია: 978

მიხეილ გიორგაძე სააკაშვილზე - ,,უკრაინულ მხარეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს''. ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საქმეზეც ისაუბრა, მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადაციის თაობაზე მოთხოვნა  რამდენიმე თვისწინ   გაუგზავნა და მოთხოვნის გაუქმებას ქართული მხარე არ აპირებს,  თუმცა გიორგაძის განცხადებით ახალი მოთხოვნა უკრაინაში არ გაგზავნილა.
”რაც შეეხება დაკავებას, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. 
скачать dle 10.3Скачать игры для Android