დღის თემები
» » გორში სტუმრად მყოფმა პოლონეთის დელეგაციის წევრებმა დათა ვანიშვილს საახალწლო ნობათი გადასცეს

გორში სტუმრად მყოფმა პოლონეთის დელეგაციის წევრებმა დათა ვანიშვილს საახალწლო ნობათი გადასცეს

8-12-2017, 13:47
ნანახია: 599

გორში სტუმრად მყოფმა პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული სოფლები მოინახულეს. ისინი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს მავთულხლართებთან გაესაუბრნენ. სტუმრებმა, 80 წელს გადაცილებულ მოხუცს საახალწლო ნობათი გადასცეს. პოლონელებმა ტირძნისის საბავშვო ბაღიცდაათვალიერეს, რომლის შენობაც 9 წლისწინ ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა. მასშემდეგ, შენობის მხოლოდ ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა. საბავშვო ბაღიუკვე ხუთი სოფლის აღსაზრდელებს ემსახურება დაამ ეტაპზე დღისწესრიგში აქტიურად დგას მისიგაფართოების საკითხი. სტუმრები საბავშვო ბაღისსაკითხით დაინტერესდნენ და მის მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდნენ. დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ერგნეთში, ლიაჩლაჩიძის სახლის სარდაფში მოწყობილი ოკუპაციის მუზემი დაათვალიერეს. მათ,ასევე მოინახულეს შინდისის გმირების მემორილი დაპატივი მიაგეს 17 თავდადებული მებრძოლის ხსოვნას. პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია გორისმუნიციპალიტეტს 3 დღეს, 5-7 დეკემბერს სტუმრობდა. ვიზიტის მთავარი მიზანი იყოპოლონელი მარშლის იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა. სკვერი 6 დეკემბერს წმინდაწყლის დასახლებაში საზეიმოდ გაიხსნა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android