დღის თემები
» » რუსული მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

რუსული მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

5-12-2017, 18:23
ნანახია: 933

რუსული მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

,,კრემლი გაოცებით და ინტერესით ადევნებს თავლყურს საქართველოს ექსპრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებს, თუმცა ამ საქმესთნ დაკავშოირებით რეაგირების საჭიროებას ვერ ხედავს".–აცხადებს კრემლის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მიხეილ სააკაშვილი კიევში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, უკრაინიდან გაქცეული პოლიტიკოსების, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას. რაც უკრაინული კონსტიტუციის მიხედვით, სამიდან–ხუთ წლამდე აღკვეთას გულისხმობს.– წერს უკრაინული გამოცემა.
,,უკრაინის ხელისუფლება, ბოლო მიტინგმა შეაშინა, რადგან ძალიან რეზონანსული იყო. სააკაშვილმა ბევრი ადამიანის შეგროვება შეძლო და შრსაძლოა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნა ძალას იკრებს".–ამბობს გაზეთ ВЗГЛЯД–თან ინტერვიუში უკრაინელი პოლიტოლოგი რუსლან ბორტიკი. პოლიტოლოგის თქმით სააკაშვილს დაბალი რეიტინგის შემთხვევაშიც ათასობით მხარდამჭერი ყავს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ის ნამდვილად საფრთხის შემცცველია.
გამოცემაГордон-ისინფორმაციითუკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერების დახმარებით უკრაინის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და კიევში მოწყობილი ,,მიხომაიდანის" დასაფინანსებლად, რუსეთიდან 500000 დოლარი მიიღო. უკრაინელი პოლიტიკოსი ზორიაკ შკირიაკი ირწმუნება, რომ კიევში გამართიული აქციისთვის ფინასები სააკაშვილმა რუსეთიდან მიიღო.
სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული პოლიტიკოსები მუდმივად პოულობდნენ ,,კრემლის კვალს". –წერსGაზეტა. ღუ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android