დღის თემები
» » უკრაინის ვიცე პრემიერი სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილს შეხვდა

უკრაინის ვიცე პრემიერი სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილს შეხვდა

9-11-2017, 12:24
ნანახია: 881

უკრაინის ვიცე პრემიერი სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილს შეხვდა

უკრაინის ვიცე პრემიერიმა შიდა ქართლი ცოტა ხნის წინ დატოვა. პავლო როზენკო დევნილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. როზენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში მთავარი ოკუპანტია და მის მიმართ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. უკრაინის ვიცე პრემიერმა აღნიშნა, რომ ხურვალეთში ნანახამა შეაშფოთა და ის სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რადგან, უკრაინამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია.

скачать dle 10.3Скачать игры для Android