დღის თემები
» » გორის ახალი მერი საქმიანობას 12 ნოემბრიდან შეუდგება

გორის ახალი მერი საქმიანობას 12 ნოემბრიდან შეუდგება

7-11-2017, 18:51
ნანახია: 1136

გორის ახალი მერი საქმიანობას 12 ნოემბრიდან შეუდგება

ცესკოს ცნობით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული 58 მერი საქმიანობას 12 ნოემბრიდან ოფიციალურად შეუდგება. შესაბამისად, 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები 11 ნოემბრის ჩათვლით იმუშავებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.скачать dle 10.3Скачать игры для Android