დღის თემები
» » „მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია”-პრეზიდენტი

„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია”-პრეზიდენტი

31-10-2017, 12:00
ნანახია: 529

„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია”-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით,მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის" კაპიტანს გურამ კაშიას."-აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა რის გამოც მისი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android