დღის თემები
» » ტელეკომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს

18-10-2017, 13:54
ნანახია: 1369

ტელეკომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს

„შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ბადრი ნანეტაშვილის ტელეკომპანია „თრიალეთი",  კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების სახელით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „დიანიუსი" უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო დღეების განმავლობაში, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრების მხრიდან მიმდინარეობს, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ისინი, "თრიალეთის" ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ სხვადასხვა სახის ბინძურ მეთოდებს, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მეშვეობით, ასევე სოცილაური ქსელით , როგორც ღიად, ასევე, სპეციალურად შექმნილი ეგრედწოდებული "ტროლების" საშუალებით. ისინი ავრცელებენ ბინძურ ჭორებს ტელეკომპანიის მიმართ. ცილს სწამებენ ჟურნალისტებს და სხვა.

ამ სიბინძურეში ღიად არიან ჩართულები "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატები, საარჩევნო სიის პირველი და მეორე ნომერი, გელა კაპანაძე და მიშა გოგინაშვილი. ასევე, გუბერნიის და მერიის სხვადასხვა თანამშრომლები. ჩვენი ინფორმაციით, "თრიალეთის" წინააღმდეგ ამ ბინძურ ბრძოლას ხელმძღვანელობს შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ხოლო, ამ გეგმას ახორციელებს, გუბერნიის თანამშრომელი, ყოფილი მოსამართლე და სასამართლოდან გათავისუფლებული ალექსი მარიამიძე. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე ზეწოლა! მივმართავთ ხელისუფლებას, შეაკავეთ ძალაუფლებას მოწყურებული თქვენი პარტიის წევრები და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება. ვაცხადებთ, რომ მიუხედევად ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლისა, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები, ისევ იმუშავებენ ობიექტურად და გააშუქებენ მხოლოდ სიმართლეს. ნუ შეექმნება ილუზია ხელისუფლებას რომ ასეთი ქმედებებით ჩვენს დაშინებას შეძლებენ. ,,თრიალეთი" ყოველთვის იქნება თავისუფალი და არ მოექცევა არცერთი პარტიის გავლენის ქვეშ. ტელევიზიის კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი პარტიისა და ყველა განსხვავებული აზრის მქონე სუბიექტისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს.”-ნათქვამია „თრიალეთის" განცხადებაში.

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android