დღის თემები
» » “გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“-ლიზა ყაზიშვილი

“გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“-ლიზა ყაზიშვილი

13-06-2017, 15:10
ნანახია: 881

“გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“-ლიზა ყაზიშვილი

„თავისუფალი დმოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრი ლიზა ყაზიშვილი განცხადებას ავრცელებს. ის ცოტა ხნის წინ, კულტურის ცენტრიდან, მისი გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. განცხადებას „დიანიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

„მოგახსენებთ, რომ მრავალი წლის მანძილზე ვარ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესებში. თუმცა ის, რის წინააღმდეგაც თავად ვიბრძოდი დღეს პირადად შემეხო და გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემს განთავისუფლებას სამსახურიდან წინ უძღოდა ჩემივე გამოსვლა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის დასაცავად. როგორც ჩანს, ეს ვერ მაპატია ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მე არ ვცვლი ჩემს პოზიციას. დიახ, ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა რეალურ თვითმმართველობაზე დგას. ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება,რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, მაგრამ მე არაფრის გამო არ ვაპირებ დავთმო ჩემი ღირებულებები და პრინციპები, რომლითაც აქამდე მიცხოვრია. მე არ ვარ მარტო, გარდა ჩემი პოლიტიკური გუნდისა, ჩემს გვერდით უამრავი ადამიანია, რომელთა უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ბოლო დღეების განმავლობაში.სწორედ ამ ადამიანებთან ერთად გავაგრძელებ მოქმედებას, ვიბრძოლებ ბოლომდე ქვეყნის დემოკრატიულიღირებულებების დასაცავად. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჩემი მაგალითი იყოს ბოლო და ქვეყანაში აღარავინ გახდეს პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი",-აცხადებს ყაზიშვილი.

скачать dle 10.3Скачать игры для Android