დღის თემები
» » საწვავის აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საწვავის აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

17-07-2017, 10:31
ნანახია: 1146

საწვავის აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, თავისუფალი ვაჭრობის ზონა კალაბარში არსებულ ნავთობის საცავში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო, - წერს უცხოური გამოცემა Daily Post Nigeria. აფეთქება, რომელსაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები კონტეინერში, ობიექტზე გაჟონვის შედეგად დაღვრილ საწვავს აგროვებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი გახდა ადამიანი, რომელიც საწვავთან ახლოს სიგარეტს ეწეოდა. თვითმხილველის თქმით, საცავის უსაფრთხოების მენეჯერი და კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა.скачать dle 10.3Скачать игры для Android