დღის თემები
» » დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერს აირჩევს

დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერს აირჩევს

8-05-2018, 10:50
ნანახია: 318


დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერს აირჩევს

სომხეთის პარლამენტში დღეს პრემიერი მინისტრის თანამდებობაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. როგორც წინ კენჭისყრის დროს, ამჯერადაც ერათდერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია.

ოპოზიციის ლიდერი დარწმუნებული, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებას ამჯერად მის სასარგებლოდ მიიღებს, ამიტომაც გამარჯვების აღსანიშნავად მომხრეებს დღეს ევერნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"გაფიცვები არ იქნება. ჩვენ ერთად შევხვდებით და აღვნიშნავთ ხალხის გამარჯვებას", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრობაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვა დაიწყონ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები. ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android