დღის თემები
» » ძლიერი ხანძარი ბრაზილიაში - ხანძრის შედეგად სან-პაულუში 26-სართულიანი შენობა ჩამოინგრა

ძლიერი ხანძარი ბრაზილიაში - ხანძრის შედეგად სან-პაულუში 26-სართულიანი შენობა ჩამოინგრა

1-05-2018, 14:17
ნანახია: 547

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში 26-სართულიანი შენობის ჩამონგრევას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შენობის ნგრევის მიზეზი ხანძარი გახდა, რომლის ჩაქრობასაც 150-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.

თვითმხილველების ცნობით, შენობაში ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის აფეთქება სახელდება. სახლში სულ 50 ოჯახი ცხოვრობდა.

მაშველები შიშობენ, რომ რამდენიმე ადამიანმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. მომხდარის გამო, მეხანძრეებმა გვერდით მდებარე სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

ამჟამად, შენობის ტერიტორია მეხანძრეებს აქვთ ბლოკირებული.

скачать dle 10.3Скачать игры для Android