დღის თემები
» » ლონდონში ცხედრების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ლონდონში ცხედრების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

5-07-2017, 15:10
ნანახია: 886

ლონდონში ცხედრების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ლონდონში მდებარე „გრენფელ თაუერში" ცხედრების 87 ფრაგმენტი აღმოჩინეს. აღნიშნულის შესახებ ლონდონის პოლიციაში განაცხადეს. პოლიციაში აღნიშნეს, რომ შენობის შიგნით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ 87 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ლონდონის პოლიციის წარმომადგენელის სტიუარტ კენდის თქმით, ვიდრე შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარდება, რთულია იმის თქმა თუ რამდენი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 14 ივნისს „გრენფელ თაუერში" ხანძრი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android