დღის თემები
» » მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში კარავში დასახლდა

მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში კარავში დასახლდა

25-10-2017, 11:18
ნანახია: 730

მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში კარავში დასახლდა

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში საპროტესტი აქციის მონაწილეებს შეუერთდა და კარავში დასახლდა. ინფორმაციას ukranews-ი ავრცელებს. უკრაინის რადას წინ გაშლილი კარვების ქალაქში მისულმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თან თბილი სამოსი აქვს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, კი კარავთან რომელშიც სააკაშვილი განთავსდა, დაცვა დგას, რომელიც სააკაშვილთან არავის უშვებს. მათივე ცნობით, კარავში სამუშაო თათბირები იმართება. კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მონაწილეები პარლამენტისგან დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიოკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანპონმდებლობის შეცვლას მოითოხვენ. შენობის წინ მომიტინგეებმა 60 კარავი გაშალეს. აქციის ფარგლებში რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ.скачать dle 10.3Скачать игры для Android