დღის თემები
» » 2018 წლიდან ბაღის გამგეებს დირექტორის სტატუსისთვის ტესტირების გავლა მოუწევთ

2018 წლიდან ბაღის გამგეებს დირექტორის სტატუსისთვის ტესტირების გავლა მოუწევთ

1-11-2017, 13:27
ნანახია: 2575

2018 წლიდან ბაღის გამგეებს დირექტორის სტატუსისთვის ტესტირების გავლა მოუწევთ

საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად სპეციალური კრიტერიუმები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის, რომლის მოსაპოვებლადაც გამგეებს ტესტირება ან გასაუბრების გავლა მოუწევთ. ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ. არსებული კანონმდებლობით საბავშვო ბაღებში მუშაობა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელისთვის ნებადართულია. მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 1259 ბაღი და 5 000 აღმზრდელია. თუმცა, ეს მონაცემები არასრულია. მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 2 500 აღმზრდელია.скачать dle 10.3Скачать игры для Android