დღის თემები
» » ოკუპანტების მიერ ხურვალეთთან დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპანტების მიერ ხურვალეთთან დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

2-10-2018, 13:28
ნანახია: 626

რუსეთის საოკუპაციო ძალების  მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაკავებულ მაია ოთინაშვილს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად მათ მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„2018 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად" – აცხადებენ სუს-ში.

скачать dle 10.3Скачать игры для Android