დღის თემები
» » საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუგრძელდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუგრძელდა

22-09-2018, 16:34
ნანახია: 379

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი  ორი წლით გაუგრძელდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2020 წლის დეკემბრამდეგაუგრძელდა.ამის შესახებ EUMM-ის ხელმძღვანელმა განაცხადა.ერიკ ჰოგის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად EUMM- ერთადერთი სადამკვირვებლო მექანიზმია რეგიონში, ევროკავშირმა უნდა იზრუნოსრომ მანდატი არ შეწყდეს. მისივე თქმით, უკვე არსებობს პოლიტიკური დონის შეთანხმება, რომლითაც მისია დამატებით ორი წლით იმუშავებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ჩვენ ამჟამად მანდატის გაგრძელების პროცესში ვიმყოფებით. წარმოვადგენთ ევროკავშირის მისიას, ეს კი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ჩვენი მანდატის გაგრძელებაზე. მსგავსი მისიის მანდატი, როგორც წესი, გრძელდება ერთიდან ორ წლამდე. ჩვენ შემთხვევაში, არსებობს პოლიტიკური დონის შეთანხმება, რომ მისია გავაგრძელოთდამატებითი ორი წლით, 2020 წლის დეკემბრამდე. ვფიქრობ, მუშაობას იმავე ძალებით გავაგრძელებთ, 320 დამკვირვებლით, რომელთაგან ორი-მესამედი ევროკავშირსერთი-მესამედი კი ქართველ კოლეგებს წარმოადგენენ, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფუნქციებში.

მიხარია, რომ მყავს 26 ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდში. ჩვენ გვაქვს ბევრი ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, აჩვენებს პოლიტიკური და ეკონომიკურიდონის ჩართულობას, მათ შორის კონკრეტული ბიუჯეტითა თუ მისიისთვის მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის გამოგზავნით. ვფიქრობ, ეს საბოლოოდ აჩვენებს, რომ ევროკავშირისდედაქალაქები იაზრებენრატომ ვართ განსხვავებული შემთხვევა და რატომ უნდა დავრჩეთ აქ, როგორც ერთადერთი მონიტორინგის მისია ადგილზე", – აღნიშნავს ერიკ ჰოგი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოშიმუშაობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი თვის თავზე, პირველ ოქტომბერს, 200-კაციანი შემადგენლობით შეუდგა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი ექვსპუნქტიანშეთანხმებას მოეწერა. მისიის ამოცანა საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური პირობების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირებაა.

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android