დღის თემები
» » ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინმა ხმების 94,1% მიიღო

ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინმა ხმების 94,1% მიიღო

19-03-2018, 15:15
ნანახია: 407

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი სემიონ გრიგორიევი ავრცელებს.

მისი თქმით, აფხაზეთში პუტინმა 39 427 ხმა დააგროვა.

„აფხაზეთში მან 20%-ით მეტი დააგროვა, ვიდრე რუსეთში. მეორე ადგილზეა „კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი, რომელსაც ხმა 1029 ამომრჩეველმა (2,46%) მისცა, მესამეზე ადგილზე გავიდა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი – 654 ხმით (1,56%)", – განაცხადა გრიგორიევმა. რაც შეეხება ქსენია სობჩაკს, მან აფხაზეთში 247 ხმა მიიღო (0,59%).

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩტარდა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android