დღის თემები
» » ზალკალიანი – გაეროს რეზოლუციაზე: „დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს“

ზალკალიანი – გაეროს რეზოლუციაზე: „დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს“

2-06-2017, 22:33
ნანახია: 718

ზალკალიანი – გაეროს რეზოლუციაზე: „დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაეროს რეზოლუციას  ეხმიანება.  მისი თქმით, დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს.

"რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა და ხაზს უსვამს ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული მორიგი რეზოლუცია მიიღო.

გაერო-ს გენასამბლეა ამ ტიპის რეზოლუციებს 2008 წლიდან იღებს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - უფლებას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე.

რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებითი გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და

 

უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

 


скачать dle 10.3Скачать игры для Android