დღის თემები
» » გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული მორიგი რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული მორიგი რეზოლუცია მიიღო

2-06-2017, 22:32
ნანახია: 675

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული მორიგი რეზოლუცია მიიღო


გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მიიღო.

გაერო-ს გენასამბლეა ამ ტიპის რეზოლუციებს 2008 წლიდან იღებს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - უფლებას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე.

რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებითი გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.
скачать dle 10.3Скачать игры для Android