დღის თემები
» » ქარელის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა

ქარელის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა

17-11-2017, 17:16
ნანახია: 896

ქარელის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა

ქარელის რაიონის სოფელ კოდასთან, სადაც რუსმა ოკუპანტებმა რკინის ახალი ბარიერი დაამონტაჟეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა. რკინის კონსტრუქციის ღობე და კარი ე.წ საზღვრის კოდას მონაკვეთზე, დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე გაავლეს. რკინის ღობესთან დამონტაჟებულია მავთულხლართებიც. „აქ რუსი სამხედროები ყოველდღე პატრულირებენ. ჯერ გზა ტექნიკით გაიყვანეს, მერე ღობეები დადგეს. რუსები მუშაობდნენ. ადრე აქ შევდიოდით ფიჩხის გამოსატანად, სოკოზე. ახლა უკვე ღობემდე 100 მეტრით მიახლოებასაც გვიკრძალავენ", – აცხადებს კოდას მცხოვრები თემურ კვინიკაძე. რკინის ღობეები სოფელ კოდასთან ერთი წლის წინაც დაამონტაჟეს. სადემარკაციო სამუშაოები რუსმა სამხედროებმა ამჯერად კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე განაახლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია.скачать dle 10.3Скачать игры для Android