დღის თემები
» » „ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს

„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს

3-11-2017, 13:02
ნანახია: 698

„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს

ბოროტების ხაზი - მავთულხლართები საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებულ ტერიტორიას შორის. ეს არ და ვერ იქნება მისაღები ან დავიწყებული",- ასე ეხმიანება ესტონეთის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციას საქართველოში. კერსტი კალიულადმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის ფოტოც გამოაქვეყნა. "ბოროტების ხაზი მინდა ვუწოდო ამ გამყოფ ხაზს. მე მაქვს წიგნი, რომელიც აღწერს გამყოფ ზოლთან მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას. ესაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემული კრებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში ეს მისია მუშაობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. იმედგაცრუებულები ვართ, რომ 41-ე რაუნდმა ჟენევაში კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ უნდა მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს. საერთაშორისო პროცესები უნდა გააქტიურდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად," - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა. საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად 31 ოქტომბერს ჩამოვიდა.скачать dle 10.3Скачать игры для Android