დღის თემები
» » ერგნეთში 81-ე შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა ამოქმედდა

ერგნეთში 81-ე შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა ამოქმედდა

3-10-2017, 11:58
ნანახია: 647

ერგნეთში 81-ე შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა ამოქმედდა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 81-ე შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სარეკომენდაციო გზავნილი პრესისთვის ერთი კვირის წინ გაავრცელა. შეზღუდვები ეხება გადაღების წესს. კერძოდ, მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი. მათ შეხვედრისთვის განკუთვნილი კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობისთვის 15-წუთიანი დრო შეხვედრის დაწყებამდე ეძლევათ. ჟურნალისტები ოფისის წარმომადგენლების თანხლებით კარავში ორი წუთის განმავლობაში დაიშვებიან. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს შეზღუდვები შეხვედრის მონაწილეების პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის შემოიღეს.скачать dle 10.3Скачать игры для Android