დღის თემები
» » დაბრუნდა თუ არა საბჭოური დასჯის მეთოდები გორის ბაგა-ბაღებში?-„კვირის რეალობა“ ეთერს რეზონანსული თემებით უბრუნდება

დაბრუნდა თუ არა საბჭოური დასჯის მეთოდები გორის ბაგა-ბაღებში?-„კვირის რეალობა“ ეთერს რეზონანსული თემებით უბრუნდება

15-02-2018, 13:19
ნანახია: 1797

დაბრუნდა თუ არა საბჭოური დასჯის მეთოდები გორის ბაგა-ბაღებში?-„კვირის რეალობა“ ეთერს რეზონანსული თემებით უბრუნდება

 

რეგიონის მთავარი პოლიტიკური ტოქ–შოუ ეთერს უბრუნდება. ,,კვირის რეალობა"-ს " ტელეკომპანია ,,დია"–ს მაყურებელი ყოველ პარასკევს 19:30 საათზე ნახავს. ამჯერად გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირველი გადაცემისთვის ემზადება, რომელიც 16 თებერვალს, 19:30 საათზე პირდაპირ ეთერში გავა. ,,კვირის რეალობას" არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი გიორგი ახალკაცი წაიყვანს.

რა სიახლეები ელის „კვირის რეალობა"-ს მაყურებელს?

-მთავარი სიახლე ისაა, რომ ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში შეძლებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას, გადაცემის თემასთან დაკავშირებით. ამის საშუალება კი მათ სოციალური ქსელით ექნებათ. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დისკუსიაში მონაწილეობა, ინტერნეტში გადაცემის პირდაპირი სიგნაის გავრცელებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი" უზრუნველყოფს, რომელსაც ძალიან ბევრი მომხამრებელი ჰყავს. გარდა ამისა, გადაცემა შეცვლილი დროით გავა ეთერში, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ, პარასკევს, 19 საათსა და 30 წუთზე და ერთი საათი გაგრძელდება.

რა იქნება ახალი სეზონის პირველი გადაცემის თემა და ვინ იქნებიან სტუმრები?

-ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ ვითარებას. გადავწყვიტეთ პირველი გადაცემის პირველი ბლოკიც სწორედ ბაღებში არსებული პრობლემებით გავხსნათ. გადაცემის მეორე ნაწილი კი მერიასა და საკრებულოში გაზრდილ ხელფასებს დაეთმობა. გადაცემის სტუმრებს რაც შეეხება, სტუმრად გვეყოლება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გველის წინ.

სტუმრების სტუდიაში მოყვანა და საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების პირისპირ დაჯდომა გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული არ არის?

-რა თქმა უნდა არის. ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, ზოგჯერ შეიძლება გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე დაგირეკონ და მშვიდო ხმით გითხრან, ვერ ვახერხებ მოსვლასო. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მაინც ახერხებს გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსვლას. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უბრალოდ ვერაფერს შევცვლიდით.

საინტერესოა ვინ ქმნის შენს გარდა „კვირის რეალობას"?

-პასუხი ამ კითხვაზე მარტივია, ჩვენ ყველა ერთად!

 


 

შოთა სადაღაშვილი

 „დიანიუსი"

скачать dle 10.3Скачать игры для Android